ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2023 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა 15 დეკემბერს, თსუ პირველი კორპუსში.
ღონისძიებას უძღვებოდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეებმა, ბატონმა ერეკლე ასტახიშვილმა, ბატონმა კახაბერ ჭეიშვილმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბატონმა ლაშა საღინაძემ.
წარმოდგენილი იქნა შემდეგი პრეზენტაციები:
- „თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ადამიანისეული კაპიტალის ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე საქართველოში“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი გივი ბედიანაშვილი;
- „ბიზნესის ფინანსური შედეგების პროგნოზირების მანქანური სწავლების პროგრამული სისტემის შემუშავება“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი;
- „საქართველოს ევროკავშირის მოთხოვნებთან კოორდინირებული ენერგეტიკული ჰაბის პოლიტიკის ფორმირება და მისი განხორციელების პერსპექტივები“ - ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ გველესიანი;
-„დისპეტჩერული მართვისა და კონტროლის ავტომატიზებული სისტემის (SCADA) სრულყოფის გზები ელექტროენერგეტიკაში“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი რუსუდან სეთურიძე;
- „ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო ფირმებში: გამოწვევები და პერსპექტივები მდგრადი განვითარებისათვის“ - ხელმძღვანელი პროფესორი ეთერი ხარაიშვილი;
- „ლიდერის ქცევის გავლენა მიმდევრების მოტივაციასა და ქცევაზე“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე;
- „პოსტკრიზისული რეაბილიტაციის ეკონომიკური სტრატეგია და ძირითადი მიმართულებები საქართველოში“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მარინა ტაბატაძე;
- „დისკრიმინაციის ფორმები კარიერის მართვის პროცესში და ქართული სტერეოტიპები“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი;
- „საქართველოს საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუვნველყოფის თანამედროვე პრიორიტეტები“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე.